მე გულწრფელად მაინტერესებს, რატომ ჩაგვაგდო ჩემს მიერ არაერთხელ ნდობა გამოცხადებულმა ხელისუფლებამ ამ დღეში, ასეთი რა დავაშავეთ, - ამის შესახებ მომღერალმა ირმა სოხაძემ გადაცემა “რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, აინტერესებს, ხელისუფლება, რომელსაც ჯერ კიდევ 2 წლის წინ ენდობოდა, რატომ აგდებს ხალხს და ქვეყანას ასეთ დღეში.

"მე მაინტერესებს, ჩემს მიერ, 2 წლის წინ ჯერ კიდევ რომ ვენდობოდი ის ხელისუფლება, რას გვიკეთებს, რა დღეში გვაგდებს და რატომ? უბედური ქვეყანა ვართ, ვიყავით ბედნიერი, მშვენიერი, ლაღი, ევროპისკენ მივდიოდით თუ სად მივდიოდით, ერთმანეთი გვიყვარდა. რა გვიქნეს იცი? დავკარგე მეგობრები, რადგან მათთან საერთო აღარაფერი აღარ მაქვს.

მე გულწრფელად მაინტერესებს, რატომ ჩაგვაგდო ჩემს მიერ არაერთხელ ნდობა გამოცხადებულმა ხელისუფლებამ ამ დღეში, ასეთი რა დავაშავეთ.

დილას რომ ვდგები, მეშინია ტელევიზორის ჩართვის, განცდა მაქვს, რომ რაღაც ახალი უბედურება უნდა გავიგო. დამავიწყდა და მომენატრა შეგრძნება, როცა როდესაც რაღაც კარგი ხდება, ვგრძნობ, რომ ჩემი ხელისუფლება რაღაცას ჩემ სასიკეთოს აკეთებს.

მე ამ ხელისუფლებას ძალიან ვენდობოდი, სიხარულით შევხვდი და როგორ მეგონა, რომ იმედგაცრუებას და გაწბილებას ამათგან არ ვიგრძნობდი", - განაცხადა სოხაძემ.