ბიძინა ივანიშვილის ტექნოლოგია საერთოდ იყო ასეთი, თვითონ არ უნდოდა კორუფციაში გარევა, შესაბამისად, ირგვლივ შემოიკრიბა ხარბი ადამიანები, რომლებსაც შეუქმნა ერთგვარი დაუსჯელობის ილუზია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ის, რომ ვიღაცას, ვისაც პრობლემები აქვს ინფორმაცია გამოაქვს იმისათვის, რომ თავი გადაირჩინოს, ეს ბუნებრივია.

"ბიძინა ივანიშვილის ტექნოლოგია საერთოდ იყო ასეთი - თვითონ არ უნდოდა კორუფციაში გარევა, შესაბამისად, ირგვლივ შემოიკრიბა ხარბი ადამიანები, რომლებსაც შეუქმნა ერთგვარი დაუსჯელობის ილუზია. ამ ადამიანებმა, მერე, რაკი ეგონათ, რომ საკუთარი თავისთვის "შრომობდნენ", უფრო ეფექტურები იყვნენ, დიდი ფული იშოვეს და ახლა დადგა პარსვის დრო. ის, რომ ვიღაცას, ვისაც პრობლემები აქვს ინფორმაცია გამოაქვს იმისათვის, რომ თავი გადაირჩინოს, ეს ბუნებრივია. 

ბუნებრივია, ყოფილებზე იქნება საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნები მოდის და ახლა ხელისუფლებამ თუ აღიარა, რომ სისტემური კორუფცია ატარებს სისტემურ ხასიათს, ბუნებრივია, ეს პოლიტიკურ პრობლემად ექცევა", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.