დამფრთხალი და შეშინებული ავტოკრატია ყველგან ზუსტად ისე იქცევა, როგორც "ქართული ოცნება", ჭაობში რაც უფრო მეტს იმოძრავებ, მით უფრო ჩაეფლობი - ამ პროცესშია, სამწუხაროდ, “ქართული ოცნება", - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" დემოკრატიის პარადიგმების შეცვლა სურს.

"დამფრთხალი და შეშინებული ავტოკრატია ყველგან ზუსტად ისე იქცევა, როგორც "ქართული ოცნება", მაგრამ ეს არის იმისი ჩვენება, რომ ასეთი ხელისუფლებები ძალიან მალე ასრულებენ. "ქართულ ოცნებას" უნდა, შეცვალოს დემოკრატიის პარადიგმა, როცა ხალხის ეშინია, ხალხს უწევს ანგარიშს და არა პირიქით - ხალხს ეშინია ხელისუფლების. ეს დაშინება ვერცერთ ადამიანს ვერ შეაშინებს, ვისაც თავს დაესხნენ, არცერთი არ აპირებს, რომ სახლში დარჩნენ იმის გამო, რომ ვიღაც თავს დაესხა, პირიქით, ისინი უფრო მოტივირებული არიან.  

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ "ქართულ ოცნებაში", ვისაც ელემენტარული ღირსება შერჩენია და პატრიოტიზმი, თუ არიან ასეთები, ტყუილად ფიქრობთ და გგონიათ, რომ ფსკერზე დადგით ახლა ფეხი და ამის იქით ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი არაფერს მოგთხოვთ. ჭაობში რაც უფრო მეტს იმოძრავებ, მით უფრო ჩაეფლობი - ამ პროცესშია, სამწუხაროდ, “ქართული ოცნება", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.