დღეს ნაბუმ დილიდან გაჩხრიკა ქვეყნის პრაქტიკულად მეორე პირის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ბინა. აი, ასე მუშაობს ნამდვილი გამჭვირვალე დემოკრატია, თავისი ქმედითი ინსტიტუტებით, -  ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისივე თქმით, უკრაინაში მოქმედებს ანტიკორუფციული სააგენტო, რომლის შექმნაშიც მას აქვს მონაწილეობა მიღებული.

"უკრაინაში მოქმედებს ნამდვილი ანტიკორუფციული სააგენტო, რომლის შექმნაში მეც მაქვს მონაწილეობა მიღებული, ასევე მისი დღევანდელი დირექტორი სემენ კრივონოსი აქ წამოსვლამდე ჩემი თანაშემწე იყო, რომელიც პრეზიდენტის ახლო მეგობრებს და მთავრობის მოქმედ წევრებს იჭერს.

აქ კი ევროკავშირის მითითებით შექმნილი ანტიკორუფციული სამსახურის იმიტაციაც, თავისი გაყეყილი თავმჯდომარით გააუქმეს.

ახლა კი მათ „ანტიკორუფციულმა კამპანიამ“ ჩაილურის წყალი დალია. დღეს ნაბუმ დილიდან გაჩხრიკა ქვეყნის პრაქტიკულად მეორე პირის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ბინა. აი, ასე მუშაობს ნამდვილი გამჭვირვალე დემოკრატია, თავისი ქმედითი ინსტიტუტებით“, - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ოფიციალურად დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკთან ჩხრეკის ჩატარება.

ბიუროს ცნობით, ყველა ქმედება სასამართლოს მიერ სანქცირებულია და სისხლის სამართლის გამოძიების ნაწილია.