უნდა გამოიკვეთოს ყველა პასუხისმგებელი პირი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს იმისთვის, რაც დღეს დაემართა თელავს, ასევე პასუხი უნდა აგონ იმაზე, რაც წვიმების დროს დაემართა დედაქალაქს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, ორი პასუხისმგებლობა არსებობს - პრევენციული და უკვე მომხდარის შემდეგ როგორ მოაგვარებენ სტიქიის ზარალს.

"უკვე ოფიციალურად დადასტურებულია ე.წ. ხელისუფლების მხრიდან, რომ მათ ამ პერიოდის განმავლობაში არაფერი არ გაუკეთებიათ სტიქიური პრობლემების მოსაგვარებლად. ის, რომ ახლა იწმინდება და ახლა გამწარებულები წმენდენ სანიაღვრეებს და სხვა სივრცეებს, ეს უნდა გაეკეთებინათ წლების წინ. ამას მუდმივი ყურადღება სჭირდება, რომელსაც არ იჩენდა, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება.

აქ, რა თქმა უნდა, უნდა გამოიკვეთოს ყველა პასუხისმგებელი პირი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს იმისთვის, რაც დღეს დაემართა თელავს, ასევე პასუხი უნდა აგონ იმაზე, რაც წვიმების დროს დაემართა დედაქალაქს. ორი პასუხისმგებლობა არსებობს - პრევენციული და უკვე მომხდარის შემდეგ როგორ მოაგვარებენ ამ სტიქიის ზარალს", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.