ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, შევუერთდე პოლიტიკურ მოძრაობა "ჯერ საქართველოს", - ამის შესახებ დიპლომატმა, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა და საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთის ფედერაციაში ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ჯერ საქართველოს" გუნდში გაერთიანებული არიან პატრიოტი და სერიოზული ხალხი და არის კოლექტიური აზროვნების ჯგუფი, რომლის ამბიციებიც დაფუძნებულია ძალიან პრაგმატულ და რეალისტურ მიდგომებზე.

"იმის გარდა, რომ ბევრი კონცეპტუალური დოკუმენტი დადეს, კვინტენსენცია ამ მიდგომის არის ერი - სახელმწიფო, სამოქალაქო ნაციონალიზმი. რატომ? იმიტომ, რომ სამოქალაქო ნაციონალიზმი აძლიერებს ერს და უზრუნველყოფს სახელმწიფოს მდგრად განვითარებას და მის ინსტიტუციონალურ მოწყობას.

ამიტომ, ჯერ საქართველო და საქართველოს ჯერია", - აცხადებს ვალერი ჩეჩელაშვილი.