სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ალეკო ელისაშვილის სასამართლო განაჩენს ეხმაურება.

"ვანო მერაბიშვილი – 6 წელი და 9 თვე; ზურაბ ადეიშვილი – 6 წელი; დავით კეზერაშვილი – 5 წელი; ბაჩო ახალაია – 9 წელი; მეგის ქარდავა – 9 წელი; ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად „ქილერა“ – 9 წელი; ვიქტორ ყაჭეიშვილი – 9 წელი; ოლეგ ფაცაცია – 9 წელი; გიგი უგულავა – 3 წელი და 2 თვე; გაგა მკურნალიძე – 3 წელი და 4 თვე; და ა.შ…. ალეკო – 13 წელი!“ – წერს იოსელიანი სოციალურ ქსელში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს თავისუფლების  13 წლით აღკვეთა შეეფარდა.