თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ვაჟა სირაძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

განკარგულებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს დავით თამაზაშვილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.