მაშინ როგორც აგვიხსნეს შსს-ს წარმომადგენლებმა, იყო რაღაც გარკვეული საფრთხე ტერიტორიის დაკავების ოკუპანტი ძალების მხრიდან და ეს იყო მათი რეაგირება, - ამის შესახებ თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კონკრეტულ ტერიტორიასთან დაკავშირებით რა საფრთხეები არსებობდა, ამის შესახებ მას ინფორმაცია არ გააჩნდა.

"ჩვენ ამ პროცესში ვიღებდით მონაწილეობას, როგორც დამხმარე ელემენტი. ეს ძირითადად იყო საინჟინრო-ლოგისტიკური საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხები. რას ეფუძნებოდა შსს-ს მინისტრის ეს გადაწყვეტილება, ალბათ, უშუალოდ მას უნდა ჰკითხოთ, მე არ ვიცი.

დავინტერესდი და მაშინ როგორც აგვიხსნეს შსს-ს წარმომადგენლებმა, იყო რაღაც გარკვეული საფრთხე ტერიტორიის დაკავების ოკუპანტი ძალების მხრიდან და ეს იყო მათი რეაგირება, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ - მე ზუსტი ინფორმაცია არ გამაჩნია.

ჩვენ, როგორც უწყებას, გაგვაჩნდა გარკვეული ინფორმაცია სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ კონკრეტულ ტერიტორიასთან მიმართებით რა ხდებოდა, ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვაქვს.

დანაშაულს მე ვერ შევაფასებ, ეს არის მოსამართლის გადასაწყვეტი, თუმცა მინდა ვთქვა, რომ მე ბატონ გიორგის პატივს ვცემ და ვაფასებ, როგორც პიროვნებას", - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას საქმეზე თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია გამოიკითხა.