ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.

მისივე თქმით, დღეს, როგორც არასდროს საქართველოს უწმინდესის ლოცვა სჭირდება.

"ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით!

დღეს, როგორც არასოდეს საქართველოს სჭირდება თქვენი ლოცვა და კურთხევა!

ვწუხვარ, არ მომეცა დღევანდელ დღეს იმის საშუალება პირადად რომ მომელოცა ეს დღე!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.  

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 25 დეკემბერს აღსაყდრებიდან 47 წელი შეუსრულდა.