პოლიტიკურ დევნას მედავებიან კაცის, რომელიც რანაირი პოლიტიკოსია, თვითონაც რომ არ იცის.  მოვედი, მზად ვარ იმისთვის, რომ სახლში არ დავბრუნდე, -  ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი მოსამართლის ხასიათსა და განწყობაზე იქნება დამოკიდებული და იმაზე თუ რა გადაწყვიტეს "ქართულ ოცნებაში“ და მოსამართლეს რა დაავალეს.

"მოვედი, მზად ვარ იმისთვის, რომ სახლში არ დავბრუნდე. ყველაფერი მოსამართლის ხასიათსა და განწყობაზე იქნება დამოკიდებული და იმაზე თუ რა გადაწყვიტეს "ქართულ ოცნებაში“ და მოსამართლეს რა დაავალეს.

დღეს იქნება ჩემი საქმის არსებითი განხილვა, არ ვიცი, სასამართლო კი ჰქვია ამ უმსგავსობას, მაგრამ არანაირი სამართალი არ არის. არ ვიცი, შესაძლოა, დღესვე დამაკავონ, ან არ დამაკავონ, შესაძლოა, მოწმედ დიდი სახელოვანი პოლიტიკური მოღვაწე ალი ბაბაევი მოიყვანონ. პოლიტიკურ დევნას მედავებიან კაცის, რომელიც რანაირი პოლიტიკოსია, თვითონაც რომ არ იცის", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე გასული წლის 4 დეკემბერს დააკავეს და რამდენიმე დღეში პატიმრობიდან 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. დღევანდელ პროცესზე საქმის არსებითი განხილვაა ჩანიშნული.