“რასაც იტყუებოდნენ რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით, რომ არსებობს ვიდეომტკიცებულება, რომ სადღაც მიდის, იარაღს იღებს, ეს ყველაფერი თურმე ბლეფი ყოფილა. ასეთი უტიფარი, სამშობლოს მოღალატეები მართავენ ჩვენს ქვეყანას და საქართველოს ნამდვილად სჭირდება გადარჩენა”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

"რასაც იტყუებოდნენ რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით, რომ არსებობს ვიდეომტკიცებულება, რომ სადღაც მიდის, იარაღს იღებს,  ეს ყველაფერი თურმე ბლეფი ყოფილა, რაც კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ეჭვს, რომ ამ ადამიანს, არსებობს ინფორმაცია, რომ ორჯერ ესროლეს და შესაბამისად, უმძიმეს ვითარებასთან გვაქვს საქმე ამ ბანდის შიგნით, რომელიც დაუფლებულია ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს, ეკონომიკას და შიგნით მიმდინარეობს სასტიკი კრიმინალური გარჩევები იმ ფულთან დაკავშირებით, მათ შორის რაზეც გუშინ ამ ბანდის წარმომადგენელმა კობახიძემ ისაუბრა თურმე, რომ ასეულობით მილიონები სხვადასხვა სტრუქტურაში იკარგებოდა, რაზეც ჩვენ, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები წლებია, ვსაუბრობთ, რომ ტოტალური კორუფციაა ქვეყანაში, მარტო სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე 700 მლნ ლარია მოპარული, წლების წინ პროკურატურამაც აღიარა ეს, იძულებულები იყვნენ და დღემდე არც ეს თანხა არის დაბრუნებული და არც დამნაშავეა გამოვლენილი. ასეთი უტიფარი, სამშობლოს მოღალატეები მართავენ ჩვენს ქვეყანას და საქართველოს ნამდვილად სჭირდება გადარჩენა.

13 რიცხვში შევიკრიბოთ და უარი ვუთხრათ ამ მოღალატეთა რეჟიმს და მერე, როდესაც აპირებენ ჩაატარონ 4 ოქტომბერს რუსული სპეცოპერაცია, ცხადია, ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს, ამ რეჟიმს სურს მოაჩვენოს ქართულ და უფრო მეტად საერთაშორისო საზოგადოებას, რომ თითქოს ნორმალური პროცესი მიმდინარეობს, მას ოპოზიციაც ჰყავს, არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. ყველა, ვინც მათ მიერ ხელდასმული ოპოზიციის როლს შეასრულებს, უღალატებს ქართველ ხალხს, უღალატებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ორი დღის წინ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭომ მკაფიო განცხადება გავაკეთეთ - 4 ოქტომბერს ყველანი არა რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე, არამედ ქუჩაში, თბილისში, საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებში, დაბებში, რათა ყველამ ერთად მშვიდობიანად, არაძალადობრივად, მაგრამ მტკიცედ ვუთხრათ არა ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან სიმართლე არის ქართველი ხალხის მხარეს, ამიტომ ქართველ ხალხს რუსები, რუსის მონები ვერ დაამარცხებენ. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ვიბრძოლებთ ერთიანად, ბოლომდე, სიმართლით, ჩვენ ყველანი ერთად საქართველოს პატრიოტი მოქალაქეები აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ