ზურაბ ადეიშვილი მტვირთავად მუშაობდა, რათა ოჯახის გამოკვების ფული ეშოვა, საქართველოდან წასვლის შემდეგ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

"#დაინახე განსხვავება

ჩემს მიერ დანიშნული აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, ლევან თორდია ინგა გრიგოლიას ჩაერთო შორს მზიდი სატვირთო მანქანის კაბინიდან. ის "ფურის" მძღოლად მუშაობს, ამერიკაში წასვლის შემდეგ. ეს არის ძალიან მძიმე სამუშაო.

ჩემი პირადი დაცვის უფროსი გიორგი რუბაშვილის მანდ მუშაობდა და მისმა გულმა დატვირთვას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა.

ზურაბ ადეიშვილი მტვირთავად მუშაობდა, რათა ოჯახის გამოკვების ფული ეშოვა, საქართველოდან წასვლის შემდეგ.

შეადარეთ ამათ, ციხის კარამდეც კი ახალი ლექსუსების ესკორტით და მრავალრიცხოვანი პირადი დაცვის თანხლებით რომ მოდიან ხოლმე და შემდეგ მილიონების დაბრუნებაზე ვაჭრობენ.

აი, ესაა განსხვავება ჩემს კადრებსა და ჭორვილელის დანიშნულებს შორის", - წერს სააკაშვილი.