შევთანხმდით, რომ გავაკეთოთ ერთიანი ბაზა, სადაც თავს მოვუყრით ყველა იმ მოსამართლეს, პროკურორს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებიც ახლა მონაწილეობას იღებენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასჯაში, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ბაზის მიხედვით უნდა გაკეთდეს რაღაცები.

"შევთანხმდით, რომ გავაკეთოთ ერთიანი ბაზა, სადაც თავს მოვუყრით ყველა იმ მოსამართლეს, პროკურორს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, მათ შორის, ცრუ მოწმეებს პოლიციელების სახით, რომლებიც ახლა მონაწილეობას იღებენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასჯაში და ამ ბაზაზე დაფუძნებით გვინდა მერე რაღაცების გაკეთება, მაგრამ ჯერ გვინდა ბაზაზე შეჯერება, რადგან ყველას ცალ-ცალკე ბაზა გვაქვს და გვინდა ერთიანი გავაკეთოთ",  - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ოთხი პოლიტიკური პარტიის სამუშაო შეხვედრა დასრულდა, რომელზეც ოპოზიციის სამოქმედო გეგმები განიხილეს.