მე ყველა აქციას ვუერთდები, რომელიც იქნება ყოველ საღამოს. მე მაქვს რევოლუციის მოხდენის ჩემი ორიგინალური მეთოდები, არავის ვუსმენ,  - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრისას საუბარი საქართველოს ევროინტეგრაციისთვის საჭირო პროცედურებზე იყო. 

"იყო საუბარი, რომ ამ რუსული კამპანიის მიღების შემთხვევაში, არა მხოლოდ მოლაპარაკებები აღარ გაიხსნება საქართველოსთან, არამედ სხვა ტიპის პრობლემებიც შეგვექმნება. საკმაოდ ცხადი და გასაგები გზავნილები იყო, მათ შორის თავისი წუხილები გამოთქვა და საჯაროდაც აპირებს თქმას. 

გადმოგვცა განწყობა ზოგადად ევროპის სხვა ქვეყნის დედაქალაქების, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოს პრობლემები შეექმნება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ასევე აინტერესებდა გეგმები, ჩვენ როგორ ვუყურებთ პროცესს, მათ შორის დეტალურად აინტერესებდა, როდის შეიძლება, იყოს მესამე მოსმენა, ვეტოს დაძლევა და ასე შემდეგ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეგეთი ტექნიკური დეტალებითაც დაინტერესდა. საბოლოო ჯამში, ეს იყო ძირითადი თემა, თუმცა, ცხადია, ვისაუბრეთ ცხრა პუნქტზე, მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემებზეც, არჩევნებზეც, მაგრამ ძირითადი საკითხი იყო ეს "რუსული კანონი" და ის პრობლემები, რომელიც შეგვექმნება. მე ყველა აქციას ვუერთდები, რომელიც იქნება ყოველ საღამოს. მე მაქვს რევოლუციის მოხდენის ჩემი ორიგინალური მეთოდები, არავის ვუსმენ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი იოჰან ფორსელი საქართველოში სპეციალური ვიზიტით იმყოფება.