"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით, იარაღის ტარების უფლება სამი წლით ჩამოერთვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კი აქციაზე პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და გზის გადაკეტვის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 2 500 ლარით დააჯარიმა.

საქმე 2 დეკემბერს თამარაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციის დაშლას ეხება, სადაც ზურაბ ჯაფარიძეს გზის უკანონო გადაკეტვა და პოლიციის დაუმორჩილებლობა ედებოდა ბრალად.