ვაკის რაიონში, სვანიძის ქუჩის N11-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომბინირებული სივრცე და სპორტული მოედანი 1 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება.

"ტერიტორიაზე დამონტაჟდება საბავშვო გასართობი მოედანი, საქანელა სკამები, მოეწყობა ფიტნესზონა. სპორტული მოედნის მიმდებარედ, განთავსდება გულშემატკივართა პატარა ტრიბუნა. დასასვენებელი სივრცე განათდება და გამწვანდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.