ანაკლიაში, იახტკლუბის წყალსაცავში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო.

თვითმხილველების თქმით, 27 წლის მამაკაცი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მკვიდრია და ანაკლიაში ოჯახის წევრთან ერთად იმყოფებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ცხედარი წყლიდან უკვე ამოიყვანეს.