ბათუმში ფარნავაზ მეფისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა, რომელშიც 4 ადამიანი იმყოფებოდა.

შემთხვევის შედეგად ოთხივე მათგანი დაშავდა. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.

როგორც ცნობილია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  

საქმეზე შსს-მ გამოძიება  დაიწყო.