სოფელ კავთისხევში მდინარემ კავთურამ მანქანა გაიტაცა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა.

ერთი ადამიანი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, მეორემ ამოსვლა თავად შეძლო. ავტომობილში მყოფ 35 წლის მამაკაცს კი ამ დრომდე ეძებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს.