44 წლის ირაკლი მაქაცარია, რომელსაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭანისწყალში 3 საათი ეძებდნენ, ცოცხალი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მდინარე ჭანისწყალი მამაკაცი დედა-შვილის გადასარჩენად შევიდა, რომლებიც მდინარიდან უვნებლად გამოიყვანეს, თავად კი გამოსვლა ვეღარ მოახერხა.