მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში ჩვილის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ცხედარი სარწყავ არხში ნახეს.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.