პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ლევან ძიმცეიშვილმა და გიორგი კეკელიძემ იასპარეზეს.

ძიმცეიშვილმა ატაცში 108 კგ დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ქართველი ძალოსანი პირველ ადგილზე გავიდა აკვრაშიც (128 კგ), ხოლო ორჭიდის ჯამში მოგროვებული 236 კილოგრამით მესამე ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

კეკელიძემ ატაცში 86 კილოგრამი დაძლია, რაც მეექვსე შედეგი აღმოჩნდა, აკვრაში თავი 107 კილოგრამს გაართვა და მე-8 პოზიცია დაიკავა, ხოლო ორჭიდში მოგროვებული 193 კილოგრამით მე-6 ადგილზე გავიდა.