მაშველებმა მესტიაში, მდინარეში კიდევ ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივებმა და მაშველებმა 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი ნაკრასში პატარა ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს და უკვე სახლშია გადასვენებული. 

მანამდე, 2 დღის წინ კი ეკა ვიბლიანის ცხედარს მიაგნეს. 

ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი მოზარდებიდან ორის ცხედარი უკვე ნაპოვნია, ამ ეტაპზე ძებნა-შველის სამუშაოები საბა გვარმიანის საპოვნელად მიმდინარეობს. 

2 მაისს, მესტიის სოფელ ნაკრაში სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომობილით გადავარდა.