ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.
ქალი შვილის გადარჩენის მცდელობის დროს დაიხრჩო.
მდინარიდან ჯერ 7 წლის ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს, მოგვიანებით კი დედაც გარდაცვლილი ნახეს.
ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.
ქალი შვილის გადარჩენის მცდელობის დროს დაიხრჩო.
მდინარიდან ჯერ 7 წლის ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს, მოგვიანებით კი დედაც გარდაცვლილი ნახეს.
1786391630
მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება, რომ საქართველო ომს ვერ დაიწყებდა საკუთარ ტერიტორიაზე."მე მათ ვურჩევდი, რომ ეს რეზოლუცია კარგად წაიკითხონ, ამ რეზოლუციაში ძალიან კარგადაა ახსნილი, თუ რეალურად, რასთან გვაქვს საქმე, თუ რა მოხდა რეალურად, 2008 წლის აგვისტოში, რომ ეს იყო ომის ცხელი ფაზა და არა რომელიმე მხარის მიერ ამ საკითხის ინიციირება. ეს იყო დასაწყისი ცხელი ხაზის, იმ მოვლენების, რომელიც უკვე დაწყებული იყო ძალიან დიდი ხნით ადრე.რაც შეეხება იმას, თუ ვინ იყო ამ ომში დამნაშავე, ამაზე თანხმდება მთელი საერთაშორისო საზოგადოება, ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ საქართველო ომს ვერ დაიწყებდა საკუთარ ტერიტორიაზე.ისტორია ძალიან სწორად შეაფასებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს და მათ ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე და განცხადებებზე, რომელიც განახორციელეს განსაკუთრებით ბოლო წლების მანძილზე", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.
1786390601
11:00 საათზე - პარტია "ჯერ საქართველოს" დამფუძნებლები, პარტიის წევრი საქართველოს ძალოვანი სამსახურების ვეტერანები, რუსეთ-საქართველოს ომში, შინდისში, 2008 წლის 11 აგვისტოს გმირულად დაღუპულ ქართველ მეომრებს პატივს მიაგებენ.
1786390486
კუროფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დაუგეგმავი ხარჯი შესაძლებელია. პირად ურთიერთობებში კი სასიამოვნო ამბავი ან მნიშვნელოვანი ადამიანის ყურადღება გაგახარებთ.ტყუპებიკომუნიკაციისთვის შესანიშნავი დღეა. შეხვედრა, ზარი ან შეტყობინება შესაძლოა საინტერესო შესაძლებლობის დასაწყისი გახდეს. საღამოს დასვენება დაგჭირდებათ.კირჩხიბიინტუიცია განსაკუთრებით ძლიერი იქნება. თუ რაიმე გადაწყვეტილებაში ეჭვი გეპარებათ, საკუთარ შეგრძნებებს მოუსმინეთ. ოჯახთან დაკავშირებული საკითხი შესაძლოა დადებითად გადაწყდეს.ლომიყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. კარგი დროა საკუთარი იდეების წარმოსაჩენად და ინიციატივის გამოსაჩენად. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი.ქალწულისაქმეების მოწესრიგების დღეა. შესაძლოა, საკითხი, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, საბოლოოდ დაიძრას. ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ საკუთარ თავზე.სასწორიახალი შთაბეჭდილებები და საინტერესო ნაცნობობა გელით. კარგი დღეა მოგზაურობის დაგეგმვისა და მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის. პირად ცხოვრებაში მეტი ინიციატივა გამოიჩინეთ.მორიელიფინანსურ ან სამუშაო საკითხში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ნუ იჩქარებთ. ურთიერთობებში ეჭვიანობასა და ზედმეტ ემოციურობას მოერიდეთ.მშვილდოსანიწარმატებული დღეა თანამშრომლობისა და ახალი გეგმებისთვის. შესაძლოა საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. პირად ცხოვრებაში გულწრფელობა სასურველ შედეგს მოგიტანთ.თხის რქადატვირთული, მაგრამ პროდუქტიული დღე გელით. სწორად განაწილებული დრო ბევრის გაკეთებაში დაგეხმარებათ. საღამოს საკუთარ თავს დასვენების საშუალება მიეცით.მერწყულიშემოქმედებითი და პოზიტიური დღეა. თქვენი იდეები სხვების ყურადღებას მიიქცევს. სიყვარულში შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრა ან სასიამოვნო შეტყობინება.თევზებიძველი საკითხის მშვიდად მოგვარების შესაძლებლობა გაჩნდება. ფინანსურ გადაწყვეტილებებში ინტუიციასთან ერთად ფაქტებსაც დაეყრდენით.
1786386870
"დღეს პროკურატურაში შევიტანე განცხადება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყების მოთხოვნით, სსკ 332-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება).საფუძველი: ბაჩო ახალაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი (ივანიშვილის დამხობის ფრაზასთან დაკავშირებით) განაჩენში ცალსახად ჩანს, რომ მოსამართლე პირადად გაეცნო ბრალდებულის მიერ ნათქვამის სრულ ვერსიას პირადი პოზიციის ჩარჩოს ჩათვლით (“მე ვთვლი, რომ…”) და ამის მიუხედავად პროკურატურის ამოჭრილი ვერსიის - ანუ შეგნებულად გაყალბებული მტკიცებულების საფუძველზე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.და კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც საზოგადოებამ მინდა იცოდეს: განაჩენში, ჩემი როგორც ადვოკატის მონაწილეობის ფაქტი საერთოდ არ დასტურდება, თითქოს საერთოდ არ ვარსებობდე, მაშინ როცა შესავალი სიტყვიდან დაწყებული, მოწმეების და თვითონ ბრალდებულის დაკითხვით გაგრძელებული და დასკვნითი სიტყვით დასრულებული, რომლებშიც იდო მთელი დაცვის სტრატეგია, იყო ჩემს მიერ წარმოებული. ანუ განაჩენში მოსამართლეს დაცვის პოზიციაზე არათუ საერთოდ არ უმსჯელია, არამედ ნახსენებიც კი არ ვართ, როგორც პროცესის მონაწილეები.რამდენადაც ვიცი ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვინმე მოსამართლის მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას ითხოვს (და არა დისციპლინურ სახდელს). მოსამართლეებსაც და საზოგადოებასაც მიაჩნიათ, რომ მოსამართლე ხელშეუხებელია და რაიმე იმუნიტეტი იცავს, არა მეგობრებო! ეს განცდა იმიტომ არსებობს, რომ არასოდეს არ დასჯილა არცერთი მოსამართლე, რომელმაც უკანონობა ჩაიდინა.ვაცნობიერებ რა, რომ ამ რეჟიმის პროკურატურა შესაბამის რეაგირებას არ მოახდენს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ კანონიერ და დამოუკიდებელ პროკურატურას საჩივარი დახვდება და ყველა აგებს პასუხს ჩადენილ უკანონობაზე.აქვე გაცნობებთ, რომ სასჯელის მოხდის ათვლა მოსამართლემ დაიწყო 2026 წლის 6 ივლისიდან, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის 25 დეკემბრიდან ჰყავთ ბაჩო დატყვევებული. ანუ 7 თვე არ ჩაუთვალეს", - წერს ნადარეიშვილი.
1786386300
2026 წლის 10 აგვისტოს საღამოს, საბრძოლო დავალების შესრულებისას, საჰაერო ძალების გამანადგურებელი MiG-29 ჩამოვარდა. პილოტი ოდესის ოლქში მტრის საჰაერო სამიზნეების განადგურების მისიას ასრულებდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.წინასწარი ინფორმაციით, რაკეტის გაშვების მომენტში ტექნიკური გაუმართაობის გამო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, პილოტი ბოლო წამამდე ცდილობდა თვითმფრინავის გადარჩენას, თუმცა კონტროლი დაკარგა.ცნობილია, რომ პილოტმა კატაპულტირება მოახერხა და სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
1786373072
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ მიხაილო დრაპატისთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან იგორ სკიბიუკთან და თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ევჰენ ხმარასთან შეხვედრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის ოპერაციების გეგმის განხორციელება განიხილა."ჩვენ დეტალურად განვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ გრძელვადიანი სანქციების გეგმის განხორციელება, ასევე ჩვენი შუალედური დარტყმები. ზოგიერთი ოპერაცია კორექტირებული იყო და ახალი დამტკიცდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.პრეზიდენტის თქმით, უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობები რუსეთთან დაპირისპირების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად რჩება.ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ოპერაციების სიზუსტე უკრაინას საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს ინიციატივა ომში და ქმნის პირობებს დიპლომატიური გადაწყვეტილებების შესაძლო წინსვლისთვის.უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მხარს უჭერენ შორ მანძილზე განხორციელებულ ოპერაციებს.შეხვედრაზე ასევე განიხილეს ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება, ასევე საკადრო წინადადებები."გარკვეული გადაწყვეტილებები უკვე მომზადებულია და კიდევ მოჰყვება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.ამასთან, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის გაძლიერება პრიორიტეტად უნდა დარჩეს იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ უკრაინის დახმარება.
1786368545
მინისტრმა პაატა კილაძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. დავით სონღულაშვილმა ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის მნიშვნელობაზე და იმ ღონისძიებებსა და რეფორმებზე, რომლებიც ამ მიმართულებით არის დაგეგმილი.„ბატონ პაატას საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში სხვადასხვა უწყებაში წარმატებით ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს. დარწმუნებული ვარ, მისი მოსვლით ჩვენი გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ლევან ჯღარკავას გაწეული საქმიანობისთვის. მისი განცხადებით, უწყებაში განხორციელებული ცვლილება როტაციული ხასიათისაა და ლევან ჯღარკავა სამინისტროს სისტემაში საქმიანობას გააგრძელებს, რაც, თავის მხრივ, სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება.პაატა კილაძე პროფესიით ეკონომისტი და იურისტია. მას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა ფინანსთა სამინისტროსა და საგადასახადო სტრუქტურებში. 2021 წლიდან დღემდე ის სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.პაატა კილაძემ მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობას ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და გამოთქვა მზადყოფნა, თავისი გამოცდილებითა და შესაძლებლობებით ხელი შეუწყოს უწყების წინაშე დასახული ამოცანების ეფექტიანად შესრულებას.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
1786363347
როგორც გამოკითხვის შემდეგ ლიკლიკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არ მიაჩნია სწორად, გია ბარამიძე გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს, ადამიანი, რომლის დაპატიმრებაზე რუსეთს სანქცია უკვე გაცემული აქვს."გამომძიებელი დაინტერესდა, რა პერიოდში ვმონაწილეობდი 1992–1993 წლებში და როგორი იყო ჩემი გამოცდილება, თუ მინახავს დატყვევებული აფხაზები, თუ შევხვედრივარ გიორგი ბარამიძეს, რა მსმენია ტყვეთა გაცვლის პროცესის, თუ საბრძოლო მოქმედებების დროს მისი მონაწილეობის შესახებ. ამის ირგვლივ იყო ძირითადად საუბარი, რაზეც ამომწურავი პასუხები გავეცი. პირადად მე გიორგი ბარამიძე იქ არ მინახავს, მაგრამ მსმენია, რომ მონაწილეობდა ტყვეთა გაცვლის პროცესში. ეს მსმენია ჩემი კოლეგებისგან, პრესცენტრის იმ თანამშრომლებისგან, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ პროცესში. ასევე, გავიხსენე ერთი ეპიზოდი, როდესაც ახალგაზრდა აფხაზი ტყვე ჩავწერე, რომელიც გაიცვალა ერთ-ერთი მორიგი გაცვლის პროცესის დროს და, რომელმაც მაშინ თქვა, რომ ძალზე კარგად ექცეოდნენ ქართველები. ამ კატეგორიის სახელმწიფო მოღვაწისა და სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი პირი ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდეს და უნდა ეყოს გამბედაობა, სწრაფად მოიხადოს ბოდიში და შეცვალოს ის, რაც ასე მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა.ვფიქრობ, ბოდიშს ყველაზე მეტად ელოდებოდნენ ვეტერანები, ადამიანები, რომლებსაც, ბევრი ქართველი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, არც ხელფასი აქვთ მაღალი და არც სოციალური მდგომარეობა, აქვთ მხოლოდ ღირსება. იმას როდესაც იტყვი, რომ ტყვეებს ხვრეტდნენ, ხოლო იქით მხარე, თურმე ანგელოზები არიან და რუსული დისციპლინით მოქმედებენ, ეს მათ ღირსებას ლახავს. არ მიმაჩნია სწორად, რომ გია ბარამიძე აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა, პიროვნება, ადამიანი, რომლის დაპატიმრებაზე რუსეთს სანქცია უკვე გაცემული აქვს“, – განაცხადა ლიკლიკაძემ.ამასთან, რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების „განცხადებას“, ლიკლიკაძის თქმით, „ეს არის კოლატერალური შედეგი, რომელიც გია ბარამიძის განცხადებას მოჰყვა, მაგრამ ჩვენ ერთმანეთში თვითონ გავერკვევით და არ გვჭირდება აფხაზების ადვოკატობა“.
"არ შეიძლება ფინანსური ინტერესების გამო ადამიანები გაანადგურო, მათ უკან დგანან ოჯახები და ახლობლები" - ზაზა ხატიაშვილის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს
1786024698
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს
1785959286
საქართველოში დაკარგული ტაილანდელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს
1785331914
კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
1785327989
კონგოს რესპუბლიკაში სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური ტრაგიკულად დაიღუპა
1785332193