სამტრედიის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, სამტრედია-ქუთაისის გზაზე მსუბუქი ავტომობილი ევაკუატორს შეეჯახა.
მომხდარის შედეგად არიან დაშავებულებიც.
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, სამტრედია-ქუთაისის გზაზე მსუბუქი ავტომობილი ევაკუატორს შეეჯახა.
მომხდარის შედეგად არიან დაშავებულებიც.
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
1746979401
დანაშაული თავისუფლების 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ი.გ.-მ, თბილისში, ერთ-ერთ ბარში სტუმრად ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ბარში მყოფი, 2006 წელს დაბადებული ა.შ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ა.შ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა."სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო რ.პ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.
1746971822
აქტივისტები სამ მეტროსადგურთან: დელისთან, სადგურის მოედანთან და ავლაბართან შეიკრიბნენ, საიდანაც ისინი მეტრო ახმეტელისკენ გაემართნენ.მადლობის მარშის მონაწილეები ახლა ამერიკის საელჩოსკენ მიემართებიან, სადაც ისინი პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის ვაშინგტონს მადლობას გადაუხდიან.
1746966740
მისივე ცნობით, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.საუბრის დროს ერდოღანმა პუტინს უთხრა, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები სტამბოლში იქიდან გაგრძელდება, სადაც ისინი შეჩერდა, მისასალმებელია და რომ თურქეთი მზადაა, მოლაპარაკებები გამართოს, რაც ვითარებას საბოლოო გადაწყვეტამდე მიიყვანს.ამავდროულად, ერდოღანმა განაცხადა, რომ "მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა“ და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა შექმნის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის აუცილებელ გარემოს.რუსეთმა ასევე გამოაქვეყნა ინფორმაციას ერდოღანს და პუტინს შორის საუბრის შემდეგ. თუმცა, მასში არაფერია ნათქვამი თურქეთის პრეზიდენტის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებების შესახებ."დეტალურად განიხილეს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების ინიციატივა, რომლის გამართვაც სტამბოლში 15 მაისიდან არის შეთავაზებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.ასევე, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „სრულად დაუჭირა მხარი ამ რუსულ წინადადებას“, ხაზგასმით აღნიშნა სტამბოლის პლატფორმის მზადყოფნა."თურქული მხარე ყველანაირ დახმარებას გაუწევს მდგრადი მშვიდობის მისაღწევად მიმართული მოლაპარაკებების ორგანიზებასა და ჩატარებას“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.11 მაისის ღამეს ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენცია გამართა, რომლის დროსაც მან უარყო უკრაინის, აშშ-სა და ევროპელი ლიდერების მიერ შემოთავაზებული ცეცხლის შეწყვეტა 12 მაისიდან.ამის ნაცვლად, პუტინმა შესთავაზა მოლაპარაკებების გაგრძელება სტამბოლში, რომელიც 2022 წელს დაიწყო, იმ ადგილიდან, სადაც ისინი დასრულდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მანამდე მოსკოვმა 12 მაისიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უნდა დაადასტუროს.აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ლიდერების უმეტესობა მიიჩნევს, რომ პუტინი ამით დროს აყოვნებს და უკრაინაში ომის გაგრძელება სურს.
1746958215
30 წლამდე ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.დაკავებული ჯერჯერობით არავინ არის.
1746954855
არსებული ცნობით, დაკავებული კაცი მუსიკის მასწავლებელია, სავარაუდო მსხვერპლი კი 16 წელს მიუღწეველი მოზარდი.შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას.დაკავებულს აღკვეთის სახით უკვე პატიმრობა აქვს მისჯილი.
1746953962
ზელენსკიმ "კარგი ნიშანი" უწოდა იმას, რომ რუსები ომის დასრულებაზე ფიქრობენ. მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი ომის რეალური დასრულების პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტაა.ზელენსკიმ უპასუხა პუტინის სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების შეთავაზებას და განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა შეხვედრებისთვის, მაგრამ მანამდე ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოხდეს."აზრი არ აქვს მკვლელობების გაგრძელებას ერთი დღითაც კი. ჩვენ ველით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტას - სრულ, გრძელვადიან და საიმედოს ხვალიდან, 12 მაისიდან და უკრაინა მზად იქნება შეხვედრისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.10 მაისს კიევში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ჩავიდნენ. შეხვედრის შემდეგ, ზელენსკიმ, მაკრონმა, მერცმა, სტარმერმა და ტუსკმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაურეკეს. მოლაპარაკებების შედეგად, უკრაინამ განაცხადა, რომ მზად იყო სრული ცეცხლის შეწყვეტისთვის ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე მინიმუმ 30 დღის განმავლობაში, 12 მაისიდან დაწყებული.ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ თუ რუსეთი არ დათანხმდებოდა ცეცხლის შეწყვეტას, მას ახალი სანქციები დაეკისრებოდა.საპასუხოდ, ვლადიმერ პუტინმა ფაქტობრივად უარყო ცეცხლის შეწყვეტის წინადადება კრემლში გამართულ პრესკონფერენციაზე. მან უკრაინას შესთავაზა 15 მაისს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება წინაპირობების გარეშე.
1746948190
მისი თქმით, პუტინის წინადადება "პირველი ნაბიჯია, მაგრამ არასაკმარისი“."უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოლაპარაკებები არ უძღვის“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ პოლონეთში, მატარებლიდან ჩამოსვლისას.მისივე თქმით, პუტინი "გამოსავალს ეძებს, მაგრამ მაინც დროის მოგება სურს".11 მაისის ღამეს პუტინმა უკრაინას სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა."ჩვენ ვთავაზობთ კიევს, რომ განვაახლოთ პირდაპირი მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ჩვენ ვთავაზობთ... მოლაპარაკებების განახლებას უკვე ხუთშაბათს (15 მაისი) სტამბოლში“, - განაცხადა პუტინმა და რითაც უარყო უკრაინის, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ შემოთავაზებული ცეცხლის შეწყვეტა 12 მაისიდან.
1746947220
"პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის! წარმოიდგინეთ, ასობით ათასი სიცოცხლე, რომელიც გადარჩება, როდესაც ეს დაუსრულებელი 'სისხლის ღვრა" იმედია, დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი და გაცილებით უკეთესი სამყარო.მე განვაგრძობ მუშაობას ორივე მხარესთან, რათა დარწმუნებული ვიყო, რომ ეს მოხდება. აშშ-ის სურს ამის ნაცვლად ფოკუსირება მოახდინოს აღდგენასა და ვაჭრობაზე. დიდი კვირა გველოდება!“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.უკრაინამ, შეერთებულმა შტატებმა და ევროპელმა ლიდერებმა რუსეთს შესთავაზეს 30-დღიანი სრული ცეცხლის შეწყვეტა ორშაბათიდან, 12 მაისიდან. კერძოდ, გარკვეულწილად წაუყენეს ულტიმატუმი - ან შეთანხმება, ან ახალი სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.ღამით პუტინმა განცხადება გააკეთა, რომელშიც უგულებელყო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის თემა. სამაგიეროდ, მან შესთავაზა უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება 15 მაისს, სტამბოლში, ყოველგვარი პირობების გარეშე.დღეს დაგეგმილია მისი საუბარი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის დროსაც ის სთხოვს მას, უზრუნველყოს პლატფორმა 2022 წელს შეწყვეტილი მოლაპარაკებების განახლებისთვის. მისივე თქმით, გადაწყვეტილება ახლა კიევზეა.აღსანიშნავია, რომ უკრაინის ხელისუფლების განცხადების თანახმად, უკრაინული მხარე მოლაპარაკებებზე მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ თანხმდება.
გორში, მამა-შვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს
1745936840
28 აპრილის ანონსი
1745782877
"სანქცირებული ადამიანები, რომლებიც ვეღარ განკარგავენ საკუთარ ქონებას და ანგარიშებს ვეღარ მოიძებნებიან "ბლუმბერგის" და "ფორბსის" სიაში"
1745842603
რუსეთი დიდ ბრიტანეთში სამხედრო აღლუმზე უკრაინელი სამხედროების მიწვევით აღშფოთებულია
1746279721
8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
1746647655