სენაკის სასულიერო გიმნაზიის შენობიდან ფანჯარა ჩამოვარდა და ორ პედაგოგს დაეცა. შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, ისინი სენაკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც ერთი სამკურნალოდ სახლში გაწერეს, მეორე კი კლინიკაში, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მას თავის ტრავმა აქვს.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.