შინაგან საქმეთა სამინისტროს  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ჯგუფურად ჩადენილი დიდი  ოდენობით თაღლითობის  ბრალდებით 2 პირი: 1980 წელს დაბადებული რ.კ. და 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ლ. დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულებმა, აჭარაში,  სხვადასხვა დროს, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს,  მოტყუებით გააფორმებინეს ნასყიდობის ხელშეკრულებები  და აღნიშნული გზით დაეუფლნენ  მოქალაქეების  კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - ჯამში 148 042 აშშ დოლარს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.