ადვოკატის ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დაკავებულია.

"დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში. ამ დროისათვის ვარკვევთ, თუ რა საფუძვლით და მოტივით იქნა ადმინისტრაციული წესით დაკავებული კობა ფარტენაძე.

ამჟამად ის მოთავსებულია ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორში.

საზოგადოებას უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასა და მისი მიმდინარეობის შესახებ“, - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

კობა ფარტენაძეს ერთ კვირაში ორჯერ დაესხნენ თავს. ერთ-ერთი თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირები სასამართლომ 7-7 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.