18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის დროს სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. 

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.