ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შუახნის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. 

მამაკაცი ფეხის არეშია დაჭრილი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი საპარკინგე ტერიტორიის გამო დავას მოჰყვა. თვითმხილველების თქმით, ინციდენტში მონაწილეებმა მანქანის გაჩერების გამო იჩხუბეს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებით, 120-ე მუხლით დაიწყო. 

ამ ეტაპზე უცნობია, დაკავებულია თუ არა დამნაშავე.