გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში 23 წლის ახალგაზრდა მოკლეს. 

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავემ საპატიმრო რამდენიმე თვის წინ დატოვა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.