სასამართლომ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობიდან" ცესკოს წევრი დავით კირთაძე ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილისთვის საღებავის შესხმის გამო 500 ლარით დააჯარიმა.

16 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოეცხადებინათ, კომისიის წევრმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცესკოს მიმართვის საფუძველზე მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით გამოძიება დაიწყეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს.