დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰამამლოში ფიზიკური დაპირისპირება დაჭრით დასრულდა. დანით, სხვადასხვა სახის დაზიანებები ორ ადამიანს აქვს მიღებული. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევა დღეს, შუადღის საათებში, დაკრძალვაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება მალევე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რასაც დაჭრა მოჰყვა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.