შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციისა და  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე, დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ბრალდებულის მიერ მალულად შემოტანილი  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება - 109 აბი "პრეგაბალინი".

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 8-დან 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.