განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რომან ქარცივაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე ზვიად ხარაზიშვილი შეცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ უწყებამ ოფიციალური ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.