ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაურის განაჩენი 24 ოქტომბერს გამოცხადდება.

სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

საქმეს მოსამართლე გიორგი გელაშვილი განიხილავს.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მხარემ სასამართლოზე დასკვნითი სიტყვა თქვა.

ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ილია ჭავჭავაძის  გამზირზე მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.