ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ ისანში. მე-17 საარჩევნო უბანთან რამდენიმე პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ე.წ. ძველი ბიჭები, რომლებიც თავს დამკვირვებლებად ასაღებენ და პერიოდულად რამდენიმე უბანში ჩნდებიან. მათ თან ხელკეტები აქვთ.

ინციდენტის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უბანზე სუსმა "ტიტუშკები" მიუგზავნა.

ადგილზე იმყოფებოდა პარლამენტის ყოფილი წევრი ვანო ზარდიაშვილიც.