შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ო.ა. და 1998 წელს დაბადებულები: რუმინეთის მოქალაქე ა.ნ., ერიტრეას მოქალაქე ფ.მ., იორდანიის მოქალაქე ი.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ასევე, ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 273 -ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.