უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 017 720 (+1000) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 28.06.25-მდე: ტანკები – 10 970 (+1), ჯავშანტექნიკა – 22 908 (+12), საარტილერიო სისტემები – 29 665 (+35), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1425 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1189 (+1), თვითმფრინავები – 420 (+4), ვერტმფრენები – 337 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 42 477 (+237), ფრთოსანი რაკეტები – 3394 (+6).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 53 415 (+131), სპეციალური ტექნიკა – 3921 (+0).

27 ივნისს ფრონტზე 117 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. უნდა აღინიშნოს, რომ მათი თითქმის ნახევარი ისევ პოკროვსკის მიმართულებით.