მარნეულში არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, 50-ზე მეტი მიყენებული ჭრილობით იპოვეს - ექიმები მის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

რადიო "მარნეულის" ცნობით, მარნეულის სოფელ ზემო ყულარში იპოვეს არასრულწლოვანი, რომელსაც 50-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული.

შემთხვევა 10 ივლისს მოხდა, თუმცა, როგორც დაზარალებულთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ბავშვის პოვნა რამდენიმე საათის წინ მოხერხდა.

მოზარდი მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი და რეანიმაციაში იმყოფება.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით მუხლით დაიწყო.

სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. დამატებითი დეტალები უცნობია.