მოსამართლე ლევან ყოლბაიამ საპროტესტო აქციების მონაწილე სტუდენტი და პიანისტი ანრი კაკაბაძე პატიმრობაში დატოვა.

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი 9 დეკემბერს დააკავეს, 28 იანვარს კი მათ მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა, თუმცა მხოლოდ პროფესორსა და 3 სტუდენტს.

რაც შეეხება ანრი კაკაბაძეს, ის პატიმრობაში დატოვა, მოტივად კი ის დაასახელა, რომ კაკაბაძე აქამდე ამავე კატეგორიის დანაშაულისთვის გირაოთი იყო გათავისუფლებული.