რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ძალის გამოყენებით 3 ადამიანი დააკავა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან - ვატო სამხარაძე, თაზო კვესელავა და რეზი დუმბაძე. 

ადგილზე მყოფების თქმით, ისინი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

დღეს უწყვეტი პროტესტის 131-ე დღეა და რუსთაველის გამზირზე მორგი აქცია მიმდინარეობს.