არსებული ინფორმაციით, საპოლიციო ძალებმა აქციის კიდევ ორი მონაწილე დააკავეს.
დაკავებულებიდან ერთ-ერთი თამუნა გიორგაძეა, მეორე კი ლექტორი, ანთროპოლოგი ირაკლი ფიფია.
მანამდე თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, საპოლიციო ძალებმა აქციის კიდევ ორი მონაწილე დააკავეს.
დაკავებულებიდან ერთ-ერთი თამუნა გიორგაძეა, მეორე კი ლექტორი, ანთროპოლოგი ირაკლი ფიფია.
მანამდე თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
1763755655
მისი თქმით, დღეს თითქმის ერთი საათის განმავლობაში ესაუბრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსს აშშ-ის არმიის მდივნის დენ დრისკოლის თანდასწრებით."ჩვენ განვიხილეთ ომის დასრულების ამერიკული წინადადების მრავალი დეტალი და ვცდილობთ გავაგრძელოთ გზა ღირსეული და ჭეშმარიტად ეფექტური ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.ზელენსკიმ დასძინა, რომ აშშ-მა გამოთქვა მზადყოფნა, ითანამშრომლოს უკრაინასთან და მის პარტნიორებთან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამშვიდობო გეგმის შემდგომი ასპექტები განიხილება საკონსულტაციო დონეზე.„უკრაინა ყოველთვის პატივს სცემდა და სცემს პრეზიდენტ ტრამპის სურვილს, შეწყვიტოს სისხლის ღვრა და ჩვენ დადებითად ვპასუხობთ ყველა რეალისტურ წინადადებას. ჩვენ შევთანხმდით, რომ მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნებით და ჩვენი გუნდები მზად არიან იმუშაონ 24/7-ზე", - განაცხადა ზელენსკიმ.დღეს, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ მიზანშეწონილად მიიჩნევს უკრაინის მიერ ამერიკის სამშვიდობო გეგმის მიღებას 27 ნოემბრამდე, მადლიერების დღესასწაულამდე.მან ასევე ისაუბრა დონბასის თითქოსდა "გარდაუვალ დაკარგვაზე“. მისი აზრით, უკრაინა ტერიტორიას ომის ან მოლაპარაკებების გზით დაკარგავს.ტერიტორიული საკითხი, მათ შორის უკრაინის მიერ კონტროლირებადი დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანა, ახალი სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთი პუნქტია.პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს უკრაინელებს მიმართა და განაცხადა, რომ უკრაინა შესაძლოა, რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს. თუმცა, მან პირობა დადო, რომ მომავალ სამშვიდობო შეთანხმებაში უკრაინის ეროვნული ინტერესები იქნება გათვალისწინებული.ადრე, Axios-მა გამოაქვეყნა 28-პუნქტიანი ამერიკული გეგმის სრული ტექსტი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დიპლომატები სწრაფად იმუშავებენ შეთანხმების თითოეულ პუნქტზე, რამაც „შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს“.
1763753240
ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, არხის დახურვის გადაწყვეტილება ტელევიზიის მფლობელმა გიორგი კანდელაკმა მიიღო, რომელიც ალკოჰოლური სასმელების კონტრაბანდის საქმეზე რამდენიმე თვის წინ დააკავეს."არის გარკვეული პრობლემები, რომელსაც არ ჩავუღრმავდები მე, მე როგორც რიგითი ჯარისკაცი ვალდებული ვარ დავემორჩილო ამ ბრძანებას", - ამბობს ნიკოლოზ მჟავანაძე.
1763753223
კუროვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ მალე საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა უფრო ჰარმონიული გახდება. შეეცადეთ საკუთარი ხასიათი აკონტროლოთ. მოერიდეთ კოლეგის საჯაროდ გაკრიტიკებას, თუ არ გინდათ, რომ მტერი გაიჩინოთ. არახელსაყრელი დროა შოპინგისთვის - შეძენილი ნივთები უხარისხო აღმოჩნდება და იმედებს გაგიცრუებთ.ტყუპებიმომავალს ოპტიმიზმით შეხედეთ - ვარსკვლავების განლაგება იმაზე მიუთითებს, რომ თქვენს ცხოვრებაში წარმატებული პერიოდი იწყება! იღბალი ახლა თქვენს მხარესაა, ამიტომ ეცადეთ ისარგებლოთ ამ შესაძლებლობით. ფინანსურ სფეროში ვარსკვლავები გირჩევენ, ისწავლოთ საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვა და ნაჩქარევ შესყიდვებს მოერიდოთ.კირჩხიბიეს დღე წარმატებულია ახალი სამსახურის ძებნისთვისაც. შესაძლოა, საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც სწორი ნაბიჯის გადადგმაში დაგეხმარებათ. დღეს თავს ენერგიულად გრძნობთ და ერთდროულად რამდენიმე საქმის გაკეთებას ცდილობთ, მაგრამ სიფრთხილე გმართებთ.ლომიმოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, მათ შორის, სასიყვარულოც. ამ დღეს ახლობლების გაოცებას შეძლებთ. ირგვლივ მყოფებს თქვენი ოპტიმიზმი და კეთილგანწყობა მოსწონთ. ზოგიერთს თქვენთან დაახლოებაც კი მოუნდება. უარი არ თქვათ დამატებით შემოსავალზე, რომელსაც უახლოეს დღეებში შემოგთავაზებენ.ქალწულიეს დღე იდეალურია რომანტიკული შეხვედრებისა და ცხოვრების თანამგზავრის პოვნისთვის. გარკვეულმა გარემოებებმა შესაძლოა, ოჯახური ურთიერთობები სხვა მხრიდან დაგანახვოთ. თუ აქამდე დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი კარგადაა, ახლა შესაძლოა ეჭვის საბაბიც იპოვოთ.სასწორითუ მეორე ნახევარი ჯერ არ გიპოვიათ, ეს დრო შესანიშნავია ამ საკითხზე მუშაობისთვის. პარტნიორის პროვოცირებას ნუ ეცდებით და წვრილმანების გამო სკანდალს ნუ ატეხთ. ახალგაზრდა ოჯახს სიმტკიცის გამოცდა ელის, მაგრამ ჩხუბის მიზეზი თქვენ ნუ გახდებით!მორიელინუ დაშორდებით პარტნიორს მხოლოდ იმის გამო, რომ ურთიერთობაში სიახლე და რომანტიკა გაქრა. დაუფიქრებლად თქმულმა სიტყვამ შეიძლება კონფლიქტი გაამწვავოს. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, გახსოვდეთ, რომ ოჯახის შიდა საქმეები გარეთ არ უნდა გაიტანოთ. მოულოდნელი შემოსავალი, საჩუქარი ან მოგებიანი შეთავაზება გელით.მშვილდოსანისასიყვარულო სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ბედი თქვენს ხელთაა! ამ დღეს ოჯახის წევრების მიმართ მეტი მოთმინება და მზრუნველობა გამოიჩინოთ. ამჟამად მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.თხის რქაამ დღეს სამუშაო და საყოფაცხოვრებო საქმეები ცოტა მოითმენს. გირჩევთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ - მას თქვენი სიახლოვე აკლია. ინიციატივა სასურველ შედეგს მოგიტანთ. ვარსკვლავები სამსახურში წინსვლის გპირდებიან.მერწყულიმოვლენებით დატვირთული დღის მიუხედავად, რომანტიკული ურთიერთობებისთვის დროს გამონახავთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, ნურავის უამბობთ პირადი ცხოვრების შესახებ, რათა ჭორების მიზეზი არავის მისცეთ.თევზებიხელსაყრელი დღეა შეთანხმებების დადებისა და მოკავშირეების პოვნისთვის. ყურადღებით მოეკიდეთ სამუშაო შეთავაზებებს, შესაძლოა, სწორედ ეს იყოს შანსი მიზნის მიღწევისთვის. უსმინეთ საკუთარ სხეულს, რათა მიხვდეთ, ახლა დასვენება გჭირდებათ თუ მოძრაობა.
1763747009
"უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს. ემანუელ მაკრონთან და კირ სტარმერთან ერთად, ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი სრული მხარდაჭერა. ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით ევროპასთან და ამერიკასთან, რომლის მხარდაჭერასაც უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ მივესალმებით.საკონტაქტო ხაზი უნდა დარჩეს ნებისმიერი მოლაპარაკების საფუძვლად", - წერს ფრიდრიხ მერცი X-ზე.
1763744652
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა იძულებული იქნება დათმოს ის მიწებიც კი, რომლებიც მან რუსული აგრესიის წინააღმდეგობის გაწევისას არ დაკარგა."ისინი (ტერიტორიას) უახლოეს მომავალში დაკარგავენ, დიახ“, - განაცხადა ტრამპმა.მისი თქმით, უკრაინა აგრძელებს ტერიტორიების დაკარგვას.აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი სამშვიდობო გეგმა უკრაინაში ომის დასასრულებლად ითვალისწინებს რუსეთის მიერ დონბასზე სრული ფაქტობრივი კონტროლის მოპოვებას, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა კვლავ აკონტროლებს მისი ტერიტორიის დაახლოებით 12%-ს.თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ თუ ომი გაგრძელდება, უკრაინა მაინც დაკარგავს ამ ტერიტორიას.აშშ-ის სამშვიდობო გეგმა შეიმუშავა აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა, დოკუმენტი, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთის "სპეციალური წარმომადგენელი" კირილ დმიტრიევი, შედგება 28 პუნქტისგან.დოკუმენტში რამდენიმე უცნაური ფრაზა მიუთითებს რუსეთის ჩართულობაზე გეგმის შემუშავებაში. დასავლურ მედიას ეჭვი აქვს, რომ ზოგიერთი მათგანი, როგორც ჩანს, თავდაპირველად რუსულ ენაზეა დაწერილი.დღეს, 21 ნოემბერს, Sky News-ის წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ზელენსკი და ტრამპი მომავალ კვირას გეგმასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარს გამართავენ.21 ნოემბრის საღამოს, უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერს აშშ-ის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით მიმართა. მან განაცხადა, რომ ქვეყანა ახლა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს და რომ ეს მისი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტია.ევროპელმა ლიდერებმა უკვე განაცხადეს, რომ აშშ-ის სამშვიდობო გეგმას შეიძლება ეწოდოს „უკრაინის კაპიტულაცია“, რადგან ის რუსეთის მხრიდან რეალურ დათმობებს არ შეიცავს. ევროპელი ლიდერები სამშვიდობო გეგმის საკუთარ ვერსიას ამზადებენ.
1763743006
"ეს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ურთულესი მომენტია. უკრაინაზე ზეწოლა ახლა ერთ-ერთი უმძიმესია. უკრაინა ახლა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს. ან ღირსების დაკარგვა, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი. ან რთული 28 პუნქტი, ან უკიდურესად რთული ზამთარი – ყველაზე რთული დღემდე და შემდგომი რისკები. ცხოვრება თავისუფლების, ღირსების, სამართლიანობის გარეშე და რომ ჩვენ ვენდოთ ადამიანს, რომელიც უკვე ორჯერ დაგვესხა თავს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.ზელენსკის თქმით, მან ამ ყველაფერს უპასუხა 2019 წლის 20 მაისს, უკრაინისადმი ერთგულების ფიცის დროს, როცა პირობა დადო, რომ დაიცავდა უკრაინას, მის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობას, მოქალაქეების უფლებებს და თავისუფლებებს."და ყოველდღე, ყოველ სიტყვაში, მე ამ ფიცის ერთგული ვრჩები. მე არასდროს ვღალატობ მას. უკრაინის ეროვნული ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩვენ არ ვაკეთებთ ხმამაღალ განცხადებებს. ჩვენ მშვიდად ვიმუშავებთ ამერიკასთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან. მე წარმოვადგენ არგუმენტებს, დავარწმუნებ, შევთავაზებ ალტერნატივებს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ მივცემთ მტერს რაიმე საფუძველს იმის სათქმელად, რომ უკრაინას არ სურს მშვიდობა, ის არღვევს პროცესს და რომ უკრაინა არ არის მზად დიპლომატიისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ომი დასრულდეს. მან გაიხსენა, რომ უკრაინა ამჟამად არის "ერთადერთი ფარი", რომელიც ყოფს კომფორტულ ევროპულ ცხოვრებას რუსი დიქტატორის ვლადიმერ პუტინის გეგმებისგან."უკრაინამ არ უნდა განიცადოს 24 თებერვლის დეჟავიუ, როდესაც თავს მარტოდ ვგრძნობდით. როდესაც ვერავინ შეაჩერებდა რუსეთს, გარდა ჩვენი გმირი ხალხისა, რომელიც კედელივით იდგა პუტინის არმიის წინააღმდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მთელ მსოფლიოს უნდა ესმოდეს, რომ უკრაინელები, უპირველეს ყოვლისა, ის ხალხია, რომლებიც აკავებენ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს არმიას სრულმასშტაბიანი ომის თითქმის ოთხი წლის განმავლობაში.„ჩვენ რამდენიმე ათასი კილომეტრის სიგრძის ფრონტის ხაზს ვაკონტროლებთ და ყოველ ღამე ჩვენი ხალხი იტანს დაბომბვას, სარაკეტო თავდასხმებს, ბალისტიკური რაკეტების დარტყმებს და შაჰიდის თავდასხმებს. ჩვენი ხალხი ყოველდღე კარგავს საყვარელ ადამიანებს და ჩვენს ხალხს ძალიან სურს ომის დასრულება“, - განაცხადა ზელენსკიმ.ზელენსკიმ მოუწოდა, გაიხსენონ ომის პირველი დღე, როდესაც მოქალაქეთა უმრავლესობამ უკრაინა აირჩია."მტერმა ვერ დაინახა ჩვენი ზურგი. მან დაინახა ჩვენი თვალები, სავსე მზადყოფნით, ებრძოლათ იმისთვის, რაც ჩვენია. ეს არის ღირსება. ეს არის თავისუფლება. და ეს ნამდვილად ყველაზე საშინელი რამ არის, რაც შეიძლება დაემართოს რუსეთს - უკრაინელების ერთიანობის დანახვა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.შეერთებული შტატების ახალი სამშვიდობო გეგმა 28 პუნქტისგან შედგება. ის ითვალისწინებს დონბასის ტერიტორიის ნაწილის რუსეთს გადაცემას უკრაინისა და ევროკავშირის უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიების სანაცვლოდ, არმიის რაოდენობის შემცირებას, შორ მანძილზე მოქმედ იარაღზე უარი და სხვა.გეგმას უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტები მომავალ კვირას განიხილავენ.Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატები დაემუქრა უკრაინას იარაღის მიწოდების შეწყვეტით და დაზვერვის გაზიარებით, რათა აიძულოს იგი ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას 27 ნოემბრამდე.
1763739179
მისივე თქმით, ევროპის საბჭოს მონაცემებით, საქართველო ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზეა პატიმრებისა და პრობაციონერთა ჯამური რაოდენობით."ევროსაბჭოს ფარგლებში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა კვლევა, სადაც აღწერილია სტატისტიკური ინფორმაცია ევროპის საბჭოს მასშტაბით პრობაციონერთა რაოდენობის შესახებ. ამ კვლევის მიხედვით ასი ათას მოსახლეზე გაანგარიშებით, საქართველო მეორე ადგილზე იმყოფება პრობაციონერთა რაოდენობით. ერთი შეხედვით, ეს რიცხვი 22 ათასია, მაგრამ ასი ათას მოსახლეზე გაანგარიშებით საკმაოდ მაღალი გამოდის. ასევე, წარმოდგენილია ამ კვლევაში პატიმრების რაოდენობა, ამ ნაწილში საქართველო ევროპის საბჭოს მასშტაბით პირველ ადგილზეა", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
1763736879
ტერიტორიაზე, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, არ არის განაშენიანებული და ატარებს რეკრეაციული ზონის სტატუსს, თანამშრომლებთან ერთად, მუნიციპალური ინსპექციის უფროსი გოგი ჩიქოვანი იმყოფებოდა.სამსახურის წარმომადგენლებმა სამართალდამრღვევების გაფრთხილების მიზნით, ადგილზე შესაბამისი მითითებები გააკრეს. მწარმოებელ პირებს გონივრული ვადა, 10 კალენდარული დღე განესაზღვრათ, რათა თავადვე მოახდინონ ნაგებობების დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს უფლებამოსილების ფარგლებში."ჩვენ ინტენსიურად ვატარებთ, როგორც მონიტორინგს, ისე ქმედით ღონისძიებებს სახელმწიფო მიწების მიტაცების აღსაკვეთად. პირველ ეტაპზე უკანონო მშენებლობის მწარმოებელი პირების გაფრთხილება ხდება და ვაძლევთ ვადას, რომ თავადვე უზრუნველყონ დემონტაჟი. მსგავსი ტიპის სამართალდარღვევების პრევენციისთვის გვსურს, საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტად, სრულიად გამჭვირვალე იყოს ჩვენი ღონისძიებები და გაჩვენოთ, რა სიტუაციაა ადგილზე, რა ტერიტორიების მიტაცება ხდება და რა ეტაპზეა მიმდინარე უკანონო მშენებლობები. აქ არც ადამიანები ცხოვრობენ და არც დასრულებული შენობებია. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ოპერატიულად, პროცესის დასაწყისშივე მოახდინა კანონდარღვევის გამოვლენა და შემდგომი ქმედებებიც ღიად, კანონის ფარგლებში განხორციელდება“, - განაცხადა გოგი ჩიქოვანმა.მისივე განმარტებით, სახელმწიფო მიწების მითვისება და უკანონო განაშენიანების მოწყობა ხშირ შემთხვევაში ორგანიზებული ჯგუფების მიერ ხდება, რაც დაუშვებელია."დაუშვებელია, კონკრეტული კერძო პირების და ხშირ შემთხვევაში ორგანიზებული ჯგუფების მიერ სახელმწიფო მიწების მითვისება და თბილისის რეკრეაციული სივრცეებში უკანონო განაშენიანების მოწყობა. სამსახური მომავალშიც კანონის შესაბამისად, ოპერატიულად იმოქმედებს კანონდარღვევის გამოსავლენად და აღსაკვეთად“, - განაცხადა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა.
იურისტების ჯგუფი პროკურატურას მიმართავს მოსამართლე ბესარიონ ალავიძის ინტერვიუსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს
1762597984
რა ქონებას ფლობენ "ოცნების" წევრი ეკა ჭიჭინაძე და მისი ქმარი ნიკოლოზ შენგელაია
1763044962
"ივანიშვილის პირადმა მცველმა, რომელიც აშშ-ში გაიქცა, პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო"
1762630535
14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1763064746
ლუკა ძაძამიამ თბილისის საკრებულო დატოვა
1763646014