შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ნივთმტკიცებად ამოიღეს  50 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“. პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დამზადებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.