შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ერთ-ერთი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეალიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს  ათავსებდნენ. პოლიციამ რამდენიმე ადგილიდან  57 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე კვარტა მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.