პოლიციამ თსუ-ის პირველ კორპუსთან მიმდინარე აქცია დაშალა. ამ დროისთვის დემონსტრანტები მელიქიშვილის გამზირზე იმყოფებიან. 

ოპოზიციის ლიდერები მსჯელობენ, სად და რა ფორმით გაგრძელდება უწყვეტი პროტესტი.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, მელიქიშვილის გამზირიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით ისევ ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლებენ.

პოლიცია ამ დროისთვის აქციის მონაწილეებს აკავებს.

დაკავებულია "მთავარი არხის" ოპერატორ სერგი ბარამიძე, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.