"ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია.

მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, მედიამენეჯერის განაჩენი უცვლელი დარჩა.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეთა კოლეგიამ მზია ამაღლობელის დაცვის მხარის მოუსმინა, წინა პროცესზე კი ბრალდების მხარეს.

როგორც მზია ამაღლობელმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აშინებს არა პატიმრობა, არამედ ის, რა დახვდება გარეთ - ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, თუ ტანკების გარეშე დაპყრობილი ქვეყანა.

პროცესის პარალელურად სააპელაციო სასამართლოსთან მედიამენეჯერის კოლეგები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. სხდომაზე იმყოფებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვა 11 ნოემბერს დაიწყო. ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 აგვისტოს გამოტანილ განაჩენს ასაჩივრებდნენ, რითაც მზია ამაღლობელს თავისუფლების 2 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.