რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა, თუმცა პოლიციამ მოქალაქეებს გზის გადაკეტვის უფლება არ მისცა.

გზის გადაკეტვის მცდელობისას პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრი ლევან გოგიჩაიშვილი დააკავეს.

ადგილზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

პროტესტის 75-ე დღეს მომიტინგეების მოთხოვნები უცვლელია: ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებულები.