სამეგრელოში, 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებული 14 წლის მოზარდი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

სამეგრელოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სასამართლომ მას დღეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

დაკავებულის ოჯახი განაჩენს არ ეთანხმება და ამბობს, რომ გასაჩივრებას გეგმავს.

8 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით 14 წლის ბიჭი მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს.